დავით ქართველიშვილი: ნაცებს თავადაც არ სჯერათ იმის, რასაც მიკროფონთან იძახიან მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნაცებს თავადაც არ სჯერათ მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობის.

როგორც ქართველიშვილი წერს, თავადაც კარგად იციან, რომ ამ ხელისუფლებისთვის მთავარი ეროვნული ინტერესია. იმიტომაც ამბობს დედაგიული, რომ რუსებს არ უნდათ ბიძინა.

“გიული ალასანიას ამ ჩანაწერმა სალომე სამადაშვილის პრივატული საუბარი გამახსენა, “ქართული ოცნების” დეპუტატზე რომ ამბობდა, დავარცხნილი ევროპელიაო. სინამდვილეში ეს არის ყველაზე მთავარი – ნაცებს თავადაც არ სჯერათ იმის, რასაც მიკროფონთან იძახიან მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე. თავადაც კარგად იციან, რომ ამ ხელისუფლებისთვის მთავარი ეროვნული ინტერესია. იმიტომაც ამბობს დედაგიული, რომ რუსებს არ უნდათ ბიძინა…”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Back to top button