სოზარ სუბარი აუდიოჩანაწერზე: თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და 2 წლის შემდეგ გამოაგდეს – ახლა დადგა გახარიას მხილების დროო – შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია

მოძრაობა „ხალხის ძალის” ლიდერი, სოზარ სუბარი, პარტიის „საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ე.ი. რა გამოდის: დაახლოებით 2 წლის წინ გიული ალასანიამ „ქართული ოცნების“ შეკვეთით თქვა, რომ მისი შვილი – მიხეილ სააკაშვილი – რუსეთის აგენტია, „ნაციონალური მოძრაობა“ – პარაზიტების პარტია, ხოლო ნოდარ მელაძე – „ეფესბეს“ აგენტი და გამხმოვანებელი.

და ეს ყველაფერი იმისთვის დასჭირდათ, რომ, სხვათა შორის, მიეყოლებინათ – გიორგი გახარიაც რუსეთის აგენტია, ოღონდ უპერსპექტივოო.

თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და 2 წლის შემდეგ გამოაგდეს – ახლა დადგა გახარიას მხილების დროო. შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია”, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.

მიხეილ დაუშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გიული ალასანია დასჭირდა, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს”.

Back to top button