
მიმდინარე წლის 17 იანვარს, 12:00 საათზე სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები, მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მხარდაჭერით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგ აქციას გამართავენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: სახელფასო ანაზღაურების მატება, შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება.