დავით ქართველიშვილი: პირველივე კანონი, რომელსაც „დაღმაშენებელთა ტაქტიკა“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიიღებს – გაითვალისწინებს მხოლოდ ერთი რუსი მოქალაქის – „ჭიჭეიეს“ რუსის ყოფნის კვოტას დ არუსეთიდან მხოლოდ ერთი ფულადი გზავნილის დაშვებას მარიინსკის თეატრიდან

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიორგი ვაშაძის ოჯახის მიერ ბინის რუსეთის მოქალაქეზე მიქირავებას ეხმაურება. ის პარალელს ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ რუსეთიდან თანხის მიღებასთან ავლებს.

„პირველივე კანონი, რომელსაც „დაღმაშენებელთა ტაქტიკა“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიიღებს – გაითვალისწინებს საქართველოში მხოლოდ ერთი რუსი მოქალაქის – „ჭიჭეიეს“ რუსის ყოფნის კვოტას და რუსეთიდან მხოლოდ ერთი ფულადი გზავნილის დაშვებას მარიინსკის თეატრიდან“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button