ველით მრისხანე განცხადებებს გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლაზე! თავისუფლება გრეტას! – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიაში გარემოს დაცვის აქტივისტის გრეტა ტუნბერგის დაკავებას ტვიტერში ეხმაურება.

„პანი ფოტიგა, ჰერ კუბილიუსს ევროსპარლამენტარებო, ხედავთ როგორ აწამებენ გრეტას გერმანელი პოლიციელები! მიშას რომ ასე აწამებდნენ და არადამიანურად მიჰქონდათ საკანში, კარგი იყო! ველით მრისხანე განცხადებებს გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლაზე! თავისუფლება გრეტას!“,  – წერს ხაინდრავა

Back to top button