ის თუ უფიქრია, რა გზით შეიძლება რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან? ან უკრაინიდან? გვირჩიოს! გავიყვანთ – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კენანმა განაცხადა, რომ რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

„ძალიან აქტუალური ფიქრები ჰქონია ქ-ნ ელჩს! ის თუ უფიქრია, რა გზით შეიძლება რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან? ან უკრაინიდან? გვირჩიოს! გავიყვანთ! იმის მარჩიელობას, რა ურჩევნია ქართველ ხალხს, რუსეთში მცხოვრები ასეულობით ათასი თანამემამულისათვის!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button