კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა დაუშვებელია და აღნიშნულ საკითხს ის არ მიესალმება.
ხაინდრავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს მსგავსი განცხადების გაკეთება არ ეკადრება:
„ქ-ნო პრეზიდენტო! ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ მარტივ ჭეშმარიტებაში გაერკვიოთ, რომ: ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებაა – ანუ სანქციების გვერდის ავლა! არ გეკადრებათ!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.