ნებისმიეირი ცვლილება, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და ზოგადად ოპოზიცია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გვთავაზობს, მათი გავლენის გაზრდას ემსახურება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამამოცანას საქართველოს სასამართლო სისტემა დღემდე წარმატებით ართმევს თავს.
„ჩვენ ვნახეთ არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო სხვადასხვა ტიპის ზეწოლისა და წნეხის ქვეშ, თუმცა, გვახსოვს, სასამართლოს მიერ მიღებული ობიექტური, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ჩვენი სასიცოცხლო აუცილებელი, ეროვნული ინტერესია, რომ შენარჩუნდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და იგი დავიცვათ ისეთი ტიპის ზეგავლენისგან, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლო ხელისუფლებას, განახორციელოს და მოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყანაში, მართლმსაჯულება იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომელიც საქართველო მიიღო საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.