ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად… ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ინტერვიუს, რომელიც მან „თავისუფალ სივრცეს“ მისცა, ტვიტერზე ეხმაურება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ის მეთოდი, რომლითაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა, იყო თუ არა ქვეყნისთვის შეურაცხყოფა, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა და ალბათ, ამ კითხვას ვერ უპასუხებს.

მისი თქმით, ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.

„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე ამერიკის პრეზიდენტი, რუზველტი ან ბაიდენი სატვირთო ფურით შემოპარული აშშ-ის ტერიტორიაზე არეულობის მოსაწყობად მას მერე რაც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის წარმოდგენაც კი შეურაცხმყოფელია! თქვენთვის არა ქ-ნო აშშ-ს ელჩო?“ – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button