თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  მიმდინარე წლის 25 იანვრის მდგომარეობით,  რეგისტრირებულია 26,850 ჰა-ზე  მეტი  თხილის ბაღი.

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია  2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით უნდა მოახდინონ.

სოფლის განვითრების სააგენტოს თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების სოფლებში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე; ინფორმაცია  განახლებადია ყოველ ოთხშაბათს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით – 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე –  www. rda.gov.ge

Back to top button