,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აცანის, ჯურუყვეთის, მამათის, აკეთის, სუფსისა და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

ადგილობრივებმა პროექტების შერჩევის მიზნით, სხვადასხვა წინადადებები წარმოადგინეს, მათ შორის, შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ა.შ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე თორნიკე ტიკაძე ესწრებოდნენ.

Back to top button