ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინას F-16-ის გამანადგურებლებს არ მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16-ის გამანადგურებლებს არ მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული.

Back to top button