თიბისი ემიგრანტებისთვის – რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

თიბისი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დამოუკიდებლად მართონ ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით და მარტივად მიიღონ ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თუ მომსახურება.

ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში სპეციალური გუნდია შექმნილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს – მუდმივად ხვეწს და ავითარებს.

თიბისიში, ემიგრანტებს, შემდეგი საბანკო პროდუქტებით შეუძლიათ სარგებლობა:

  • დისტანციური საბანკო მომსახურება – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები, დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, 30 წამში, ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გახდნენ და ისარგებლონ ყველა არსებული პროდუქტითა და მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვიდეობანკის სერვისით სარგებლობა და რეგისტრაციის პროცესში, თიბისის წარმომადგენლის მხრიდან დახმარება;
  • უფასო თიბისი ბარათი – ციფრული ბარათის აღება ინტერნეტ და მობაილბანკიდან, სრულიად უფასოდ, ზუსტად 30 წამშია შესაძლებელი. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერ POS ტერმინალზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე გადახდა, უფასო გადარიცხვები ქართულ ბანკებში, კონვერტაცია სპეციალური კურსით. ასევე, კომუნალური გადახდები და გზავნილის ანგარიშზე გადარიცხვა;
  • ანაბრები – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახსნან ანაბარი და სარგებლის დარიცხვისას, ისარგებლონ მაღალი საპროცენტო განაკვეთით;
  • იპოთეკური სესხი – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად, ან გასარემონტებლად;
  • ფულადი გზავნილები – ფულადი გზავნილების მიღება, გაგზავნა და განაღდება შესაძლებელია დისტანციურად, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან, სპეციალურო პირობებით. განაღდებული გზავნილი მომენტალურად აისახება საბარათე ანგარიშზე. ასევე, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გზავნილების ნაწილობრივ კონვერტაცია, რისთვისაც საქართველოში, საუკეთესო კურსით სარგებლობაა შესაძლებელი;
  • მომენტალური გადარიცხვები უცხოური ბარათებიდან – ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოური ბანკების VISA და Mastercard ბარათებიდან თანხა თიბისის ანგარიშზე 24/7 რეჟიმში, მომენტალურად გადმოიტანონ, მარტივად და სრულად დისტანციურად.

,,ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის, საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ”, – გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტების და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/emigrants

Back to top button