„აბა ჰე – ლяკა, კიკუ, კელი, ხაბე, ლელო, შარვალჩახდილებო! მწყობრად, ერთხმად: სლავა უკრაინე!“ – გოგა ხაინდრავა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერის პოსტს, სადაც ზელენსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება.

„ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკვლის მცდელობაში ადანაშაულებს – ამ სათაურით The New York Times სტატიას აქვეყენებს. აბა ჰე – ლяკა, კიკუ, კელი, ხაბე, ლელო, შარვალჩახდილებო! მწყობრად, ერთხმად: სლავა უკრაინე!“ – წერს ხაინდრავა.

Back to top button