ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზით, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორში ლიდერობს.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული ანალიზით, საქართველო პირველ ადგილზეა 21 ქულით, უკრაინა მეორეზე – 20 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე – 15 ქულით.
კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორი მოიცავს ინფორმაციულ საზოგადოებას და მედიას, გადასახადებს, ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას, საწარმოების და ინდუსტრიულ პოლიტიკას, მეცნიერებას და კვლევას, განათლებას და კულტურას, საბაჟო კავშირს.
ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.