პატიმარ სააკაშვილის ოჯახის წევრმა, ქალბატონმა გიულიმ თავისი აღიარებითი ჩვენებით თქვა, რომ დიახ, პატიმარი სააკაშვილის მიზანია, სასჯელისგან გათავისუფლდეს და მერე გადაწყვეტენ, სად იმკურნალებს – საქართველოში, თუ უცხოეთში. მან დაანგრია ის მითი, თითქოს, პატიმარ სააკაშვილს, ან მის მომხრეებს, სურთ ის განიკურნოს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებებზე, მის გარდა, არავინაა პასუხისმგებელი.
„აღიარებითი ჩვენებაა, რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია. თვითდაზიანების რეჟიმში ბუნებრივია, პასუხისმგებლობა თავად ამ პატიმარს ეკისრება.
მე მაქვს ძალიან ლოგიკური კითხვა, რატომ იმყოფება პატიმარი სააკაშვილი და რატომ სურს საერთოდ მას და მის მომხრეებს, საავადმყოფოში 2-ოთახიან ლუქსში ყოფნა? მისი მიზანი, როგორც ჩვენ ვამბობთ და ვხედავთ, არის ის, რომ არ განიკურნოს, არ უჯერებს ექიმებს, არ ენდობა ექთნებსა და სამედიცინო პერსონალს. მაშინ, მიზანი რა არის, როცა ის საავადმყოფოში იმყოფება, კითხონ მას, ან მის მომხრეებს, რატომ სურთ, რომ იყოს საავადმყოფოში, თუ მედპერსონალს არ ენდობიან, არც საკვებს, რომ იქ მიიღოს, არც მედიკამენტებს, რომ იქ მიიღოს და საერთოდ, უნდობლობა აქვთ გამოცხადებული ამ კლინიკის და მისი პერსონალის მიმართ, მაშინ რატომ უნდათ, რომ პატიმარი სააკაშვილი ამ კლინიკაში იყოს? ამაზე პასუხი ძალიან საინტერესო იქნება მისგან და მისი მომხრეებისგან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.