ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან რადმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ხორვატია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი ერთგულია.
„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და ნაყოფიერი საუბარი.
ერთგულნი ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის, საჭირო რეფორმების განხორციელების და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი”,- აღნიშნავს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ ტვიტერში.