საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აქარს პირადად მიუსამძიმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
თავდაცვის სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოხატა მინისტრის მოადგილემაც. დავით სუჯაშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა და მეგობარ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.