შეხედეთ გახარიას ხელწერას და შეხედეთ „ნაცმოძრაობის” და მათი ლიდერების, მათ შორის „მთავარი არხის” და „ტვ პირველის” კამპანიას, გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის” ბუნებრივი მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს, უყურეთ რა ხდება და როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს.
„კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ”, – განაცხადა პრემიერმა.