
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 150 მგვტ;
• ქარის ელექტროსადგურები – 70 მგვტ;
• მზის ელექტროსადგურები – 70 მგვტ;
• სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები – 10 მგვტ.
დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის აუქციონის შესახებ განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე – www.economy.ge.