ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის Hema Freshippo – ს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანია Hema Freshippo – ს  საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს ჯერი ივეის შეხვდა.
Hema Freshippo – ი ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი სასურსათო საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელიც ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინგაყიდვებს აერთიანებს.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილის, ხილის წვენებისა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების კომპანიის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის შესაძლებლობები.
შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი.
შეხვედრა ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის CIIE 2026 – ის ფარგლებში გაიმართა.
Back to top button