გოგა ხაინდრავა: სადაც ხაბე პოლიტიკური ლიდერია რაღა უნდა გაგვიკვირდეს?! თუმცა, კიკუ ვაშაძე მაინც სხვა დონეა

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სადაც ხაბე პოლიტიკური ლიდერია რაღა უნდა გაგვიკვირდეს?! თუმცა, კიკუ ვაშაძე მაინც სხვა დონეა… აშშ-ს და საქართველოს თავდაცვის მინისტრები, ჩემგან ფარულად შეხვდნენ ვაშინგტონში ერთმანეთსო! – გაწყრა კიკუ. მე რომ მცოდნოდა 300 მილიონ $ მოვაცემინებდიო“, – წერს გოგა ხაინდრავა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მალულად ჩადიან ამერიკაში.

Back to top button