ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან საუბრის შესახებ წერს.

„მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. მადლობელი ვარ, საქართველოს დიდ პარტნიორ ქვეყანაში – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ გაღრმავებული მეგობრობა, ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის უნარის ზრდა,”- აღნიშნულია „ტვიტში”.

Back to top button