„საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ, თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს. ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი ევროპისთვისაც და საქართველოსთვისაც, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა ღირსების შელახვად არ უნდა უჯდებოდეს.
„ევროპა თუ ფოტიგად და კუბილიუსად დარჩა, მაშინ ჩვენ მასთან შესვლა გამოგვივა და არა ევროპაში.
თუ მიშაა ევროპა, თუ ომი და უსამართლობაა ევროპა, მაშინ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. თუ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩემი, როგორც ქვეყნის ღირსება ილახება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მეორადი ქვეყნის სტატუსით ევროპაში შესვლა არ ეკადრება საქართველოს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.