„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც რუსულმა ძალებმა ბახმუტზე თავდასხმა გააძლიერეს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, რატომ დუმს უკრაინული ოფიციოზი? რატომაა გაჩუმებული ოფიციალური კიევის თბილისის ფილიალი? სადაა სექტანტების აღშფოთებული გოდება, კბილთა ღრჭენა და თმის გლეჯვა?
„რატომ წერს ამას ბრიტანული BBC – რა ამოძრავებს მას? რატომ არის ამოვარდნილი არაოფიციალურად მიღებული კონტექსტიდან, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი შედეგი: უკრაინის უპირობო გამარჯვება აგრესორ რუსეთზე?
რატომ აქვეითებს BBC უკრაინული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის სულისკვეთებას? რატომ ჩაეწერა ეს ავტორიტეტული დასავლური გამოცემა იმ “რუსეთუმე” პანიკიორთა რიცხვში – რომელიც ამ ომის შედეგებზე “არაკანონიკურ” შეხედულებებს ავრცელებს? რატომ დუმს უკრაინული ოფიციოზი? რატომაა გაჩუმებული ოფიციალური კიევის თბილისის ფილიალი? სადაა სექტანტების აღშფოთებული გოდება, კბილთა ღრჭენა და თმის გლეჯვა? აბა ის რა იყო – ირაკლი კობახიძის მისამართით?! რა შეშფოთებული ფაღარათი დაემართა ერთბაშად ყველას – კიევიდან კახეთის გზატკეცილამდე? რა თქვა კობახიძემ? რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული საჯარისო ფორმირებების უმნიშვნელო წარმატებაზე უფრო სერიოზული გარღვევა აქვს აგრესორის სამხედრო მანქანას? იქნებ უბრალოდ იმიტომ თქვა, რომ BBC-ის კითხულობს დედანში? მაშინ, როდესაც უკრაინის მოქალაქე-ბელადი საბოლოოდ გადავიდა მშობლიურ უკრაინულ ენაზე და ხაბეს ვურჩევ – ეს უცხო ენა მაინც ისწავლოს, სააკაშვილთან კომუნიკაციის ხათრის გამო. ოღონდ ამ ენაზე BBC-ის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა, რომ რუსი სჯობნის უკრაინელს – შეუძლებელი იქნება. და კიდევ ერთი თხოვნა – სააკაშვილისა და “ძმაო-ხაბეს” ურთიერთდიალოგი უკრაინულ ენაზე სადმე იუთუბზე თუ დაიდო – არ გამომაპაროთ…“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.