„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
კანდიდატი სოფელ დილიკაურის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
„დღეს სოფელ დილიკაურის მოსახლეობას ვესტუმრე, ვისაუბრეთ როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე სოფლის განვითარების პროექტებზე და აქტუალურ თემებზე. მოსახლეობა დადებითად აფასებს იმ პროექტებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა ამ სოფელში.
სოფელ დილიკაურში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა:
- კავთელაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
- ჩუბინიძეების უბანში მინი წყალსადენის მოწყობა
- ეჯიბაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
- დილიკაურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
- მგელაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
ჩვენი მიზანია, ჩვენი მოსახლეობისგან გავიგოთ აქტუალური საკითხები, ძირითადი გამოწვევები და შესაბამისად ერთად დავგეგმოთ ამ გამოწვევების აღმომფხვრელი ღონისძიებები“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.