ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ – 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში.
შათირიშვილის თქმით, ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა.
„ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ – 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო.
ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა“ – წერს ზაზა შათირიშვილი.