ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ზაზა შათირიშვილის წერილებს, საიდანაც სიმართლის ხმა ისმის. ამ მართული საერთაშორისო მედიის პირობებში ჩემთვის ეს წერილები დიდ ინტერესს იწვევს. ვისაც ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება გააჩნია დამეთანხმება რომ ასეა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ამერიკელებთან ან როგორ არ დავუჯერო ზაზას, როცა ყველამ ვიცით, სააკაშვილი ამერიკის სტაჟიანი აგენტი და თვალდახუჭული მონაა, როგორ ფიქრობთ იმ უბედურებაში, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია, მათ დაუკითხავად ჩაებმებოდა? – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, 2008 წლის ომით დააშორეს ევროპა რუსეთს, როცა მანამდე სტაბილური ურთიერთობები არსებობდა, როგორც ეკონომიური ისე პოლიტიკური. ეს კი დადებითად აისახებოდა როგორც ევროპაზე, ასევე საქართველოზე.
„ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ზაზა შათირიშვილის წერილებს, საიდანაც სიმართლის ხმა ისმის. ამ მართული საერთაშორისო მედიის პირობებში ჩემთვის ეს წერილები დიდ ინტერესს იწვევს. ვისაც ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება გააჩნია დამეთანხმება რომ ასეა.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ამერიკელებთან ან როგორ არ დავუჯერო ზაზას, როცა ყველამ ვიცით, სააკაშვილი ამერიკის სტაჟიანი აგენტი და თვალდახუჭული მონაა, როგორ ფიქრობთ იმ უბედურებაში, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია, მათ დაუკითხავად ჩაებმებოდა?
დღეს ევროპული მედია სრულად მონოპოლიზირებულია, ეს ივანიშვილის ქეისიდანაც კარგად ჩანს. ზუსტად კონტროლირებულმა მედიებმა, 2008 წლის ომის შემდეგ დააჯერეს საზოგადოება, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი. დიახ, 2008 წლის ომით დააშორეს ევროპა რუსეთს, როცა მანამდე სტაბილური ურთიერთობები არსებობდა, როგორც ეკონომიური ისე პოლიტიკური. ეს კი დადებითად აისახებოდა როგორც ევროპაზე, ასევე საქართველოზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ ავყვეთ სხვა ქვეყნის ინტერესების დაცვას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და შიდა მტრებს არ მივცეთ საშუალება ქვეყნის განადგურების“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.