ერთის მხრივ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს ამხელს გირგვლიანის საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში და მის დანაშაულს, რისთვისაც ახლა იხდის სარჩელს და ამავე დროს, დღევანდელი გადაწყვეტილებით [„ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“] ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ ამხელს სააკაშვილის სისტემას, როგორც გულაგების სისტემას, სადაც იყო წამების სისტემა და ის იყო შემქმნელი ამ წამების სისტემისა და მეორე მხრივ, გვყავს პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვინც დღეს ევროპული დემოკრატია უნდა გადაარჩინოს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE”- ში განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიტანოს თავისი მსჯავრი, ვის სიტყვას უფრო დაეჯერება, სტრასბურგის სასამართლოს და ამ გადაწყვეტილებებს, თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც იყო სააკაშვილის მფარველი, რჩება სააკაშვილის მფარველად და როგორც ჩანს, ასე იქნება მომავალში.
„ევროპაში ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციამ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი და მეორეს მხრივ, მეორე ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს რეპუტაციული გამოწვევები, თავის რეზოლუციაში, როდესაც საუბრობდა პირად ვენდეტაზე, თქვა, რომ ეს არა კანონის უზენაესობა, არამედ ეს არის ვენდეტა.
ერთის მხრივ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს ამხელს გირგვლიანის საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში და მის დანაშაულს, რისთვისაც ახლა იხდის სარჩელს, პირდაპირ მას ხელს ადებს და ამავე დროს, დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ამხელს მის სისტემას, როგორც გულაგების სისტემას, სადაც იყო წამების სისტემა და ის იყო შემქმნელი ამ წამების სისტემისა და მეორე მხრივ, გვყავს პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის, ვინც დღეს ევროპული დემოკრატია უნდა გადაარჩინოს.
ახლა ამას შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და გამოიტანოს თავისი მსჯავრი, ვის სიტყვას უფრო დაეჯერება, სტრასბურგის სასამართლოს და ამ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეფუძნება და აანალიზებს მათ შორის ჩვენს უახლოეს ისტორიას, თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც იყო სააკაშვილის მფარველი, რჩება სააკაშვილის მფარველად და როჰორც ჩანს, ასე იქნება მომავალში“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ეუბნება ქართულ საზოგადოებას, რომ ხაზი უნდა გადავუსვათ ჩვენს ისტორიას. „ჩვენ უნდა დავივიწყოთ წამების რეჟიმი, რომელიც შექმნილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მან ჩამოაყალიბა, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არსებობდა, მოგვეჩვენა, 2012 წლის არჩევნები და აჯანყება საარჩევნო ყუთებთან არ არსებობდა, სინამდვილეში ეს იყო დემოკრატია და ჩვენს ისტორიას უნდა გადაუსვან ხაზი. ეს არის სამწუხარო მოცემულობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ ადამიანს ჰყავს მფარველების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოს ევროპული მომავალიც კი გადააყოლონ ერთ ადამიანს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.