საგანმანათლებლო პროგრამა – ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’, აქტიურად გრძელდება

დღეს, სკოლა ,,ევრო 2000’’ ის მე-7გ კლასის მოსწავლეები (პედაგოგი-სულხან ოქროპირიძე) საგანმანათლებლო პროგრამაში ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’ ჩართვის სურვილით გონიო-აფსაროსის მუზეუმს ეწვივნენ.

გაკვეთილის თემად ,,რომაული საბრძოლო იარაღები’’ შეარჩიეს, რომლის ფარგლებშიც მოისმინეს ინფორმაცია რომაული არმიის – ლეგიონის შემადგენლობაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, ლეგიონის ძირითად და დამხმარე იარაღების სახეებზე.

გაეცნენ ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას. ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის გასართობ – შემეცნებითი აქტივობებში. გაკვეთილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ – თანამშრომელი, კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.

Back to top button