„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მიაწერეს, რომ რუსეთიდანაა გადმოკოპირებული, რეალურად კი ეს არის ამერიკული კანონმდებლობიდან გადმოღებული კანონის შერბილებული ვარიანტი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.
მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება დროულია.
„დღეს, მსოფლიოში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, მითუმეტეს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეთია, რომ ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, ამ კანონპროექტის გატანა ზუსტად რომ დროულია.
ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა. რეალურად, ესაა ამერიკული კანონის შერბილებული ვარიანტი.
მაგალითად, თუ გარკვეული დარღვევების გამო, აშშ-ში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ჩვენთან მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული; თუ ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, სუბიექტი მაშინაა ვალდებული, დარეგისტრირდეს, როცა დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხო ქვეყნიდან იღებს, აშშ-ში, ერთი ცენტის შემთხვევაშიც კი ეკისრებათ ეს ვალდებულება“, – აცხადებს დავით კაჭარავა.