ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება

მიმდინარე წლის 20-28 თებერვალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) გაიმართება აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100 ფერწერული ტილო_ პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. ეს გამოფენა მისი რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენაა.

გამოფენა გაიხსნება 20 თებერვალს, 16 საათზე და გასტანს 1 მარტამდე.

გამოფენას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, მედიის წარმომადგენლები.

Back to top button