ეროვნულ გალერეაში მომხდარმა ვანდალიზმმა პრეზიდენტს „მონანიება“ გაახსენა, მე კი, გავლენის აგენტების კანონზე ატეხილმა ვიშვიშმა – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.

„ეროვნულ გალერეაში მომხდარმა ვანდალიზმა ქ-ონ პრეზიდენტს „მონანიება“ გაახსენა. მე კი, გავლენის აგენტების კანონზე ატეხილმა ვიშვიშმა. მისტერ აბელად გარდაქმნილი არავიძის თითის დაქნევაზე ამღერებული დოქსოპულოებივით – ერთი ტექსტით მოჭიკჭიკე ლიბერალ პოლიტიკოსებმა. ისტორია მეორდება“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

Back to top button