ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და წერს,-„ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ „გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან, კანადის მთავრობა “აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ”. მოკლედ ყველას შეუძლია დაცული იყოს საქართველოს გარდა?“
ექსპერტი აღნიშნავს, თუ უკრაინის ოფიციალური პირები მოგვიწოდებენ ომში ჩართვას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობოები ამ ხაზს გააგრძელებენ ჩვენ უნდა დავსხდეთ და წყნარად ვუყუროთ?
„ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რადიკალების მიერ ახალი კივილ-წივილის საგანი, რომ გახდებოდა ისედაც ცხადი იყო. ამის მიზეზი კი ბევრია:
- არ უნდათ უცხო ქვეყნის აგენტის თუ ჯაშუშის სახელი მიეკრათ:
- არ უნდათ ისე შემოსავლები დაკარგონ, რასაც უცხოეთიდან იღებენ;
- არ უნდათ დაკარგონ ის „დიდი სახელი“, რაც აქამდე გააჩნიათ: არასამთავრობო ან ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი. რეალურად კი საქმე იმაშია, რომ ამ ხალხს სთხოვენ თქვან სიმართლე ვინ არიან, ვისგან და საიდან ფინანსდებიან, და რეალურად რაში ხარჯავენ ამ ფულს! მაგალითად, რომ ავიღოთ ერთი „ჩვეულებრივი“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, ეს სუბიექტი სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლების შეცვლის, ტექნიკური მთავრობისა და პოლიტიკური აქციების ლიდერად გვევლინებოდა-ვინ არის? NGO-სექტორს წარმოადგენს თუ ჩვეულებრივი რევოლუციონერია, მითუმეტეს აკერმანის ტრენინგიც აქვს გავლილი ამ მიმართულებით (ასეთები კიდევ რამდენი არიან?!) ასე, რომ ღიად უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და რა უნდათ ჩვენი ქვეყნისგან.
ახლა ავიღოთ შემდეგი მაგალითი ის რაც, დასაშვებია აშშ, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, რატომაა კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში?! თურმე “როდესაც უცხო სახელმწიფო ცდილობს მოახდინოს გავლენა ახალი ზელანდიის ინტერესებზე, დაარღვიოს ან ძირი გამოუთხაროს მათ ფარული, მცდარი, კორუფციული ან მუქარის შემცველი საშუალებებით, ეს განიხილება უცხოურ ჩარევად”-ეს ზელანდიაში ნორმალურად ითვლება, უფრო მეტიც კანონითაა გამაგრებული. ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ „გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან და საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ჩვენს პოლიტიკურ საქმეებში უცხოური გავლენის ბუნებისა და მასშტაბის შესახებ!” კანადის მთავრობა “აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ”.
მოკლედ ყველას შეუძლია დაცული იყოს საქართველოს გარდა? ე.ი. თუ უკრაინის ოფიციალური პირები მოგვიწოდებენ ომში ჩართვას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობოები ამ ხაზს გააგრძელებენ ჩვენ უნდა დავსხდეთ და წყნარად უყუროთ ? არა, არ გამოვა ასე ბატონებო. კანონიც იქნება მიღებული, და შესაბამის აღსრულებაც მოჰყვება-ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს უცხოელების დაკრულზე „პრორუსული“ იქნება ეს „პროდასავლური“ თუ „პროაზიური“ ცუნდრუკ-თამაში!“- წერს ნიკოლეიშვილი.