გუფთა-ონის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

გუფთა-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზის 61- ე კმ-ზე განვითარდა მეწყრული პროცესი, კლდიდან ჩამოსულმა მასამ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.
ამ დროისთვის, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოძრაობა აღდგენილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
Back to top button