დაჩი ბერაია რადიკალებზე: რა ვნახეთ პარლამენტში? ამერიკული კანონიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნ კანონს რუსულს უწოდებდნენ, ხოლო საკუთარ ისტერიკას ევროპულ ქმედებად ასაღებდნენ

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებს ეწინააღმდეგებიან ისინი, ვისაც არ სურთ, რომ ხალხმა მათი რეალური სახე დაინახოს, რადგან ორივე დოკუმენტი გამჭვირვალობას ემსახურება, – აცხადებს ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ვერ ასახელებენ ერთ არგუმენტსაც კი, თუ რატომ არ მოსწონთ ეს დოკუმენტები.

„საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მარტივი რამ ვნახეთ – ორად ორი არგუმენტი კანონის საწინააღმდეგოდ: ერთი არგუმენტი, რომ ეს არის რუსული კანონი, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მეორე, კიდევ უფრო სუსტი არგუმენტი, რომ შემდეგ ამ კანონს ცუდად დაამოდერნიზებთო. რუსეთმა ასე დაიწყო და თქვენც ასე იზამთ, რაღაცებს უარესობისკენ შეცვლითო. ვერცერთი არსებითი არგუმენტი და წინადადება მათგან ვერ მოვისმინე.

სამწუხაროდ, კონსტრუქციული დიალოგი ჩვენ შორის ვერ შედგა, როგორც ყოველთვის, მათ აქცენტი დესტრუქციაზე გააკეთეს. უსამშობლოები რომ არიან, ვიცით და არ გვიკვირს ეს ამბავი. ყველაზე სამწუხარო ჩვენთვის რაც იყო, მათ სახე ბოლომდე გამოაჩინეს – თურმე, კიდევ არ ვიცნობდი მათ რეალურ სახეს.

ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, თუ დამავალებენ, ცალ ფეხზე უნდა ვიდგეო და ისეთი ევროპა მინდაო, სადაც მავალებენ და ცალ ფეხზე ვდგავარო. ჩვენ არ გვინდა ეგეთი ევროპა. ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფო გახდეს ევროპის ნაწილი. მათ არ უნდათ ეს, მათ უნდათ, რომ იყვნენ ჯაშუშები და ამ ჯაშუშობაში მიიღონ ანაზღაურება. ეს არის დღეს სწორედ პრობლემა და სწორედ ამიტომ არიან ამ კანონის წინააღმდეგნი, რადგან ეს იქნება ის გამჭვირვალობა, რომელიც მათ სახეს ქართველ ხალხს უფრო ნათლად დაანახებს. დღეს მათ რამდენჯერმე განვუმარტე, რომ ეს კანონი ჯაშუშებზე არ არის, შესაბამისად, მათ არ ეხებათ. ეს არის გამჭვირვალობის კანონი, მაგრამ არ და ვერ შეიგნეს“, – აცხადებს დაჩი ბერაია.

Back to top button