ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს მახინჯი სისტემა ჩავიბარეთ, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ის მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით და შედეგი ყველასთვის ნათელი და ცხადია

2012 წელს მახინჯი სისტემა ჩავიბარეთ, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ის მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით და შედეგი ყველასთვის ნათელი და ცხადია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების” მიერ წარდგენილი კვლევის „ დემოკრატიის ანგარიში 2023″ -ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის პროგრესი რეალობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად მოიტანა.

„ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად. თქვენ გახსოვთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ 2012 წელს. იყო მახინჯი სისტემა, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა. ეს იყო სისტემური დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, ძალიან გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გადავდგით და გავაკეთეთ. ამიტომ, შედეგი არის ყველასთვის ნათელი და ცხადი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button