
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „იუნესკოსადმი“ მწერლებისა და გამომცემლების მიმართვას ეხმაურება, რომელშიც ისინი ითხოვენ, მოეხსნას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი.
„1937 წელი 28 ივლისი – დაისვას საკითხი საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის მიხეილ ჯავახიშვილის! მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას. ბოლშევიკური პენ. ცენტრის სახელით“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.