მეორე მცდელობა ე.წ. „თვითმფრინავების საქმე” მინდა შეგახსენოთ ყველას. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ნებართვა, ოფიციალური ნებართვა, მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ მიეღო თვითმფრინავები უკრაინიდან, ჩარტერული თვითმფრინავები, რომლებიც წაიყვანდნენ შემდგომ უკვე მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამით საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ომში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა.
„ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო მხოლოდ ერთი – რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ. მე-5 კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.