„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ნეგატიურ კონტექსტში არა ერთი საუბარი იყო ევროპასა და ნატოზე. 2012 წლამდე სრულად შეფერხებული იყო საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. გვქონდა სრული სტაგნაცია. 2012 წლის შემდეგ ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ამის ხელშესახები შედეგებია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზის ლიბერალიზაცია, ნატო-სთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა და ამის შედეგია ის რომ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. არასოდეს ისეთი მყარი არ ყოფილა ხელისუფლების პოზიცია, როგორიც არის დღეს, ამის შედეგია ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ 2012 წლის შემდეგ გაიზარდა 10%-ით. 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება თუ იყო საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა მაშინ 4 თვის განმავლობაში რატომ არ აწერდით ხელს?!”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.