ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება და წერს, რომ “საქმე გვაქვს სააკაშვილის პატრონების მხრიდან მისი გათეთრების მცდელობასთან”.
მისი თქმით, როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე.
“ნორვეგიაში სააკაშვილის ოჯახისათვის ჯილდო გადაუციათ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც ჯილდოს დასახელებას და არც იმას, თუ რა “დამსახურებისთვის” ჩაიბარა ეს ჯილდო დედა გიულიმ. საქმე გვაქვს სააკაშვილის პატრონების მხრიდან მისი გათეთრების მცდელობასთან. აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს ტაკიმასხარაობა, ეს სისულელე? როგორ შეიძლება მკვლელი რეჟიმის შემქმნელს საპატიო ჯილდოებს ანიჭებდე და ადამიანების და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელი ჯალათი ასეთ პატივში იყოს?”- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.