„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ.
„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ – ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გირგვლიანის საქმეზე წერია. გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ აჯილდოებენ… თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიაში გამართულ ცერემონიალზე დემოკრატიის პრიზით დაჯილდოვდა. ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის განცხადებით, ეს პრემია სააკაშვილს მიანიჭეს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის.
პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.