„ქართული ოცნება“: რეფერენდუმის შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

„1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი,“ – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

რეფერენდუმის კითხვა იყო „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button