მაია ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს: სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი! სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!

სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!! სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!!! – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას.

“სალომემ ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან: პირველივე წინადადებიდან გააკეთა დისტანცირება და რევიზორივით ელაპარაკება ხელისუფლებას, “მე” და “თქვენ”.სიცრუე, ბოღმა, ამპარტავნობა, მიკერძოებულობა, არაქართველობა და აშკარად, ახალი ოპოზიციის ლიდერობის სურვილი-აი, ე.წ. “პრეზიდენტი”-ს სიტყვის მშრალი ნაშთი!!!

31 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს მტერი დგას!!!

სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!! სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!!!” – წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში!

Back to top button