ვლადიმერ ბოჟაძე მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დღევანდელი სანქციების მიზეზი არის სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა თუ პირიქით ამ ნდობის შემცირება?

ჩვენო ამერიკელო მეგობრებო ველოდებით კორუფციული ფაქტების წარმოდგენას და სანდო წყაროებისგან კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკის მოსმენას, სხვა შემთხვევაში დღევანდელი გადაწყვეტილება აღქმული იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობად,- წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

“ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარშემო გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ მთელი მსოფლიო საუბრობს ამერიკის მართლმსაჯულების პრობლემებზე და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ოთხ მოსამართლეს დაუწესა სანქციები.

საკუთარი მართლმსაჯულების პრობლების გადაფარვა უნდათო ამას ვერ იტყვის ადამიანი, მაგრამ ლევან მურუსიძესთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე არ დაუწესებიათ სანქციები და ახლა რა საქმეზე ან საქმეებზე დაუწესეს სანქციები? რა სანდო წყაროდან აქვთ ინფორმაცია და აპირებენ თუ არა კორუფციული ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის ორგანოებს და ფართო საზოგადოებას? ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დღევანდელი სანქციების მიზეზი არის სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა თუ პირიქით ამ ნდობის შემცირება? თუ ის არის მიზანი, რომ ამის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, პარლამეტნზე შტურმის ორგანიზატორის თუ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის ან/და მათთვის სასურველი სავარაუდოდ თუ დადასტურებულად ნებისმიერი დამნაშავის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ ხალხს ,,პოლიტიკური პატიმრები” უძახოს?

ჩვენო ამერიკელო მეგობრებო ველოდებით კორუფციული ფაქტების წარმოდგენას და სანდო წყაროებისგან კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკის მოსმენას, სხვა შემთხვევაში დღევანდელი გადაწყვეტილება აღქმული იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობად.”-წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button