ნინო ფოჩხუა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე: მეტი როგორ უნდა დაგვამცირონ და გვითხრან, რომ კორუფცია არაფერ შუაშია – ვისჯებით იმის გამო, რომ არ ვასრულებთ მათ მითითებებს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.

მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილებაში, დაასანქცირონ ოთხი მოსამართლე – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე, კორუფცია არაფერ შუაშია და საქართველო იმის გამო ისჯება, რომ აშშ-ის მითითებეს არ ასრულებს. ამას ადასტურებს “NDI- საქართველოს” ყოფილი დირექტორის, ლორა თორნთონის განცხადება, რომელშიც ამ ფაქტს, მისასალმებელს უწოდებს.

„მეტი როგორ უნდა დაგვამცირონ და გვითხრან, რომ კორუფცია არაფერ შუაშია. ვისჯებით იმის გამო, რომ არ ვასრულებთ მათ მითითებებს! მორჩა და გათავდა!“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Back to top button