ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის,მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
9 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი
• 21.00 სთარს თეიჯი- ჯაზზთეიქს სუპერგრუპ(JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: BillEvans, NielsLanDoky, FelixPastorius&HarveyMason)
10 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ(MartinKratochvil&Jazz Q) ჩეხეთი
• 21.00 სთარსთეიჯი- გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI PianovariationsontheRockOpera “JesusChristSuperstar”)
11 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ(MotelKaiju)
• 21.00 სთარსთეიჯი- ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.
კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა.
კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.
ფესტივალის სპონსორია ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“.
ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

Back to top button