კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის ბერნარ-ანრი ლევის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ფილოსოფოსმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, საქართველო ევროკავშირში ვერ შევა.
„ფრანგმა ინტელექტუალმა პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ბერნარ-ანრი ლევიმ ქართველ ხალხს მიმართა: თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა! რამდენი ინტელექტუალი კარისკაცი ჰყოლია ევროსკავშირს. ნეტა რა ჯდება პოლიტიკური ფალოსოფია?“ – წერს ხაინდრავა.