ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.

ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

Back to top button