ჯუანშერ ბურჭულაძე: პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა, მე შემიძლია მოვუწოდო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები

თავდაცვის მინისტრმა პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი არავისთვის არ არის.

„ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ პოლარიზაცია არავისთვის არ არის სასურველი მდგომარეობა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. მე შემიძლია მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Back to top button